logo_geo
eng_logo
ნედ პრაისი ომზე: ეს იქნება უკრაინის გამარჯვება და რუსეთის სტრატეგიული დამარცხება
- +

24 აპრილი. 2022. 14:44

 

 

„ეს იქნება უკრაინის გამარჯვება. ეს იქნება რუსეთის სტრატეგიული დამარცხება“, - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა BBC-ის, უკრაინაში მიმდინარე ომის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას განუცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, აწვდიდნენ თუ არა აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინას საკმარისი რაოდენობის მძიმე იარაღს, პრაისმა უპასუხა: „რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის გაგზავნა ზუსტად იმისა, რაც ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს სჭირდებათ, რომ რუსული აგრესიისგან თავი დაიცვან“.

 

დღეს უკრაინას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვევიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner