logo_geo
eng_logo
სენაკში პოლიციელის ცემის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს
- +

24 აპრილი. 2022. 15:27

 

 

სენაკში, სამართალდამცველის ცემის ბრალდებით, 3 ახალგაზრდა დააკავეს. მათ სენაკის პოლიციაში კითხავენ.

 

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ფიზიკურ ძალადობას უარყოფს დაკავებულების ადვოკატი ლაშა ხოშტარია. მისი თქმით, პოლიციელი თავად მივიდა შეკრებილ ახალგაზრდებთან და მათ უცენზურო სიტყვებით მიმართა.

 

„არანაირ თავდასხმას არ ჰქონია ადგილი, თვითონ ტერმინი თავდასხმა არის აბსურდი და მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შეკრებულ ახალგაზრდებთან თვითონ მივიდა ეს პოლიციელი. მიმართა მათ უცენზურო სიტყვებით. ფაქტობრივად იკვეთება, რომ პოლიციელის მხრიდან ჰქონდა პროვოცირებას ადგილი“, - განაცხადა ლაშა ხოშტარიამ.

 

ფაქტზე გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველი ქუთაისის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner