logo_geo
eng_logo
უკრაინის ელჩი გერმანიაში: მაშინ, როდესაც რვა კვირა ყოყმანობდით უკრაინისთვის თანამედროვე გერმანული იარაღის მიწოდებას, რუსეთს უფლება მიეცა ყოველდღე მოეკლა უკრაინელი ქალები და ბავშვები
- +

24 აპრილი. 2022. 16:13

 

 

უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა ოფიციალური ბერლინი გააკრიტიკა. „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე უკრაინელმა დიპლომატმა გერმანიას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხის გამო უსაყვედურა და აღნიშნა, რომ სანამ ქვეყანა ყოყმანობს, ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინელების მკვლელობას. მელნიკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ოდესელი გოგონას ფოტო, რომელიც 3 თვის პატარასთან ერთად დაიღუპა გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის დროს და გერმანიის მთავრობას მიმართა.

 

„მაშინ, როდესაც რვა კვირა ყოყმანობდით უკრაინისთვის თანამედროვე გერმანული იარაღის მიწოდებას, რუსეთს უფლება მიეცა ყოველდღე მოეკლა უკრაინელი ქალები და ბავშვები, ისევე, როგორც ამ ახალგაზრდა დედის მკვლელობის, რომელიც გუშინ ოდესაში, სარაკეტო დარტყმის დროს შვილთან ერთად დაიღუპა“, - წერს მელნიკი.

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, 5 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა ქალაქ ოდესაში 23 აპრილს რუსული საჰაერო იერიშის შედეგად. მანამდე, უკრაინის საჰაერო სარდლობამ განაცხადა, რომ ორი რაკეტა ოდესაში მდებარე სამხედრო ობიექტსა და ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. საჰაერო თავდაცვამ კიდევ ორი რუსული რაკეტა გაანადგურა, რომელიც ქალაქის დაბომბვას ისახავდა მიზნად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner