„მე კვლავ ვიმეორებ სააღდგომო ზავის შესახებ ჩემს მოწოდებას, რაც მშვიდობისთვის მზადყოფნის ყველაზე მცირე ხელშესახები ნიშანია. შეაჩერეთ თავდასხმები გადაქანცული ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად!“ - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ Regina Coeli-ის ლოცვის დროს, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს განუცხადა. ინფორმაციას სააგენტო “ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა გაიხსენა, რომ ომი ზუსტად ორი თვის წინ, 24 თებერვალს დაიწყო.
„შეჩერების ნაცვლად, ომი გაუარესდა. სამწუხაროა, რომ ქრისტიანებისთვის ამ უწმინდეს და საზეიმო დღეებში ჩვენ იარაღის მკვლელი ხმაური უფრო მეტად გვესმის, ვიდრე ზარების ხმა, რომლებიც მკვდრეთით აღდგომას გვაუწყებენ. მე კვლავ ვიმეორებ სააღდგომო ზავის შესახებ ჩემს მოწოდებას, რაც მშვიდობისთვის მზადყოფნის ყველაზე მცირე ხელშესახები ნიშანია. შეაჩერეთ თავდასხმები გადაქანცული ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად!“ - აღნიშნა პონტიფიკოსმა.