logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ყველა სახის დახმარება უზრუნველყოს
- +

24 აპრილი. 2022. 18:09

 

 

„უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განმავლობაში, თურქეთი მზადაა ყველა შესაძლო დახმარება უზრუნველყოს“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა. ინფორმაციას დასავლური მედია თურქეთის პრეზიდეტნის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

უკრაინის პირველმა პირმა კი განაცხადა, რომ მან და ერდოღანმა საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციის აუცილებლობა განიხილეს და უკრაინელი სამხედროების გაცვლის შესახებაც ისაუბრეს, რომლებიც რუსი სამხედროების მიერ გარშემორტყმული აზოვსტალის ქარხანაში იმყოფებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner