უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას თქმით, რუსული ძალები სასიკვდილო თავდასხმებს აღდგომის წინა დღესაც განაგრძობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
„ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებლური დღესასწაულის წინა დღეს, რუსული არმია უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების აქტიურ დაბომბვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას აგრძელებდა“, - აცხადებს დენისოვა.
უფლებადამცველის თქმით, იერიშები ქალაქ ხარკოვზე თავდასხმას მოიცავდა, რომლის დროსაც სამი პოლიციელი და ერთი ქალი დაშავდა. ხოლო ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმისას კი - ორი მამაკაცი დაიღუპა.
დენისოვა დასძენს, რომ თავდასხმებს დონეცკის რეგიონში ოთხი, ხოლო მეზობელ ლუგანსკში კიდევ რვა მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, მისი თქმით, ზაპოროჟიეში ბაღში მომუშავე სამი ადამიანი რუსულმა არტილერიამ მოკლა.