ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა “ტვიტერის” გვერდზე დაწერა.
ტრასის თქმით, რუსეთმა უკრაინაში მრავალი სისასტიკე ჩაიდინა.
„ჩვენ ახლა, უკრაინაში პუტინის უკანონო ომის მე-3 თვეში შევდივართ. რუსეთმა საშინელი სისასტიკე ჩაიდინა მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობასა და ბავშვებს ოდესაში თავს დაესხა, მარიუპოლი კი - ალყაშია. ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს“, - წერს ტრასი.