logo_geo
eng_logo
BFMTV: წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა
- +

24 აპრილი. 2022. 22:07

 

 

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. შესაბამის მონაცემებს ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

 

საფრანგეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა. წინასწარი მონაცემებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 57.60% მიიღო, ხოლო მარინ ლე პენმა - 42.40%.

 

ადგილობრივი დროით 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 63.23% შეადგინა.

 

10 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 27.6%, ხოლო მარინ ლე პენმა - 23,41% მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner