logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: უკრაინაზე არაპროვოცირებული თავდასხმიდან 2 თვის თავზე კიევი კვლავ დგას, პრეზიდენტი ზელენსკი კი ხელისუფლებაში რჩება - ჩვენ უკრაინელების მხარდაჭერას გავაგრძელებთ
- +

24 აპრილი. 2022. 23:41

 

 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან 2 თვის გასვლას, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას განაგრძობს.

„2 თვე მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა წამოიწყო. კიევი კვლავ დგას, პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ხელისუფლებაში რჩებიან. სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში, ჩვენ უკრაინელების მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, - წერს ბაიდენი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner