საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, საფლავთა კურთხევას აღნიშნავს.
დღეს მორწუნეები საფლავებზე გადიან და ტრადიციის მიხედვით, იქ პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. ძმათა სასაფლაოებზე კი დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ.
თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები მოძრაობენ.