logo_geo
eng_logo
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 4 243 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 58 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 213 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.37%
- +

25 აპრილი. 2022. 11:20

 

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 243 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 179 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 064 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 58 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 654 313.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.18% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.14%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 213 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 004.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 800 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 58 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 35 შემთხვევა, აჭარა - 1, იმერეთი - 9, ქვემო ქართლი - 2, შიდა ქართლი - 0, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 0, კახეთი - 4, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 483 საიდანაც, 321 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 188, აჭარაში - 9, იმერეთში - 71. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 72 პირი, მათ შორის, თბილისში - 50, აჭარაში - 4, იმერეთში - 9. 1 162 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner