logo_geo
eng_logo
Reuters: რუსეთში, ბრიანსკის ნავთობსაცავში ძლიერი ხანძარი გაჩნდა
- +

25 აპრილი. 2022. 11:22

 

 

„ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში, ქალაქ ბრიანსკში მდებარე ნავთობის საცავში ძლიერი ხანძარი გაჩნდა“, - ამის შესახებ Reuters რუსულ საინფორმაციო სააგენტოებსა და გადაუდებელი დახმარების უწყებაზე დაყრდნობით წერს.

 

„არ არსებობს პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ხანძარი უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება, თუმცა რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ უკრაინულმა ვერტმფრენებმა იერიში მიიტანეს ამ ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებზე, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა“, - წერს სააგენტო Reuters.

 

ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან 154 კილომეტრში მდებარე ადმინისტრაციული ცენტრია, ახლოსაა სუმისა და ჩერნიჰივის რეგიონებთან და რუსეთის დედაქალაქ მოსკოვიდან დაახლოებით 380 კილომეტრში მდებარეობს.

 

რუსეთი უკრაინაში საკუთარ მოქმედებებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს. ამ ქვეყნის უკრაინაში შეჭრიდან უკვე ორ თვეზე მეტია გასული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner