logo_geo
eng_logo
თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები დღესაც უფასოდ მოძრაობენ
- +

25 აპრილი. 2022. 11:51

 

 

დღეს, 24 აპრილის მსგავსად, დილის რვიდან საღამოს რვა საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ მოძრაობენ.

 

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს;

 

ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან;

 

საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე - მეტროსადგურ „დელისიდან“;

 

ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“;

 

ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ;

 

ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner