„მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტი ალიევი ყოველთვის მხარს უჭერდა და აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. იყო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება. ვფიქრობ, დღეს აზერბაიჯანისთვის რთულია, დაეხმაროს უკრაინას იარაღით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ზელენსკიმ თქვა, რომ მისთვის სრულიად გასაგებია ის გარემოებები, რომელთა გამოც, აზერბაიჯანი უკრაინას იარაღს ვერ აწვდის.
„ეს გასაგებია, რადგან მათ აქვთ ყარაბაღი, ეს ძალიან რთული, ისტორიული საკითხია და ყველაფერი მესმის. ესაა ერთ-ერთი ქვეყანა იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელთა შემთხვევაშიც, ნეიტრალიტეტის ბალანსი გვესმის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.