logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენკიმ განაცხადა, რომ მისთვის სრულიად გასაგებია, რატომ ვერ ეხმარება აზერბაიჯანი უკრაინას იარაღით, თუმცა აღნიშნავს ამ ქვეყნიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების მნიშვნელობას
- +

25 აპრილი. 2022. 13:27

 

 

„მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტი ალიევი ყოველთვის მხარს უჭერდა და აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. იყო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება. ვფიქრობ, დღეს აზერბაიჯანისთვის რთულია, დაეხმაროს უკრაინას იარაღით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, ზელენსკიმ თქვა, რომ მისთვის სრულიად გასაგებია ის გარემოებები, რომელთა გამოც, აზერბაიჯანი უკრაინას იარაღს ვერ აწვდის.

 

„ეს გასაგებია, რადგან მათ აქვთ ყარაბაღი, ეს ძალიან რთული, ისტორიული საკითხია და ყველაფერი მესმის. ესაა ერთ-ერთი ქვეყანა იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელთა შემთხვევაშიც, ნეიტრალიტეტის ბალანსი გვესმის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner