უკრაინაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი.
„ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ამ ომის დანარჩენი პერიოდი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო წარმატებას არ დავინახავთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.