logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ხალხს უკრაინელ ძმებთან საუკუნეების განმავლობაში აქვს, ორივე მხარემ აუცილებლად უნდა დააფასოს
- +

25 აპრილი. 2022. 14:44

 

 

„ის ღირებულებები და ურთიერთობა, რაც ჩვენ ხალხს საუკუნეების განმავლობაში აქვს უკრაინელ ძმებთან, აუცილებლად უნდა დააფასოს ორივე მხარემ. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, დავანახოთ უკრაინის ხელისუფლებასა და უკრაინელ საზოგადოებას, რომ მათ გვერდით ვდგავართ“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, შეცდომა იყო.

 

როგორც თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებით საქართველო არის პირველ ადგილზე და მეორე ადგილზე მყოფი ქვეყანა არსებითად ჩამორჩება მას.

 

„არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორი განწყობაა საქართველოს საზოგადოებაში უკრაინელების მიმართ, ამას არ მალავენ უკრაინელები. ჩემი აზრით, არ არის ალტერნატიული ქვეყანა, სადაც ისე ექცეოდნენ უკრაინელ მოქალაქეებს, როგორც ჩვენთან. ელჩის გაწვევა, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდებიან ჩვენი ქვეყნები და დადგება მშვიდობა. ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არ არის სწორი. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა. ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქციები. იმ სანქციებთან შეერთება კი, რაც არანაირ ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, არ არის გონივრული“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner