მექსიკის ქალაქ გვადალახარაში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია გაიმართა. ამ ღონისძიებით გვადალახარას წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი ოფიციალურად გადაეცა.
ზაზა გაბუნიამ განაცხადა, „ვეფხისტყაოსნის“ ესპანურმა თარგმანმა მკითხველისა და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებისგან დიდი ინტერესი დაიმსახურა.
ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ მიიღო.
„შეიქმნა „მსოფლიო წიგნის დედაქალების“ ქსელი, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ აქტიურად გავაგრძელოთ თანამშრომლობა გვადალახარასთან, აკრასთან და ყველა იმ ქალაქთან, რომელიც წარსულში იყო და მომავალში იქნება ამ სტატუსის მატარებელი. სასიხარულოა ისიც, რომ გვადალახარას წიგნის ბაზრობით ჩვენ ახალი ბაზარი გავხსენით ჩვენი მწერლობისთვის“, - განაცხადა ბასილაიამ.