რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის სანქციები მიზნად რუსული საზოგადოების გახლეჩას ისახავს. ვლადიმირ პუტინის განაცხადებით, დასავლეთ ეს არ გამოუვა.
პუტინმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს „სასანქციო აგრესია“ უწოდა და მოუწოდა მთავრობას, გააკეთოს ყველაფერი, რათა მოქალაქეებმა დასავლეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შედეგები საკუთარ თავზე ვერ იგრძნონ.
„ახლა ჩვენი მთავრობა მუშაობს რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერის მასშტაბურ ზომებზე და უნდა მივაღწიოთ, რომ სოციალური დახმარების ამ მექანიზმებმა შეუფერხებლად იმუშაოს ყველა დონეზე. ვისაუბროთ, მათ შორის პენსიების და სოციალური შემწეობების დროულად ჩარიცხვაზე, დასაქმების პროგრამების გაფართოებაზე. რუსეთის ეკონომიკას აქვს შესაძლებლობა, ახალ რეალობაში სტაბილურად და შეფერხების გარეშე იმუშაოს“, – განაცხადა პუტინმა.