ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმიანება, რომელიც აღნიშნავს აზერბაიჯანის მიერ გაგზავნილ ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარების მნიშვნელობას და ითვალისწინებს იმ მიზეზებს რატომ ვერ ეხმარება უკრაინას იარაღით.
მისი თქმით რასაც ზელენსკი საქართველოსთან მიმართებით აკეთებს, ვერ გაბედავდა ვინმე რომ არ მფარველობდეს.
„ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს საქართველოს მოსახლეობამ, რომ ეს სუბიექტი არის ჩვენი სახელმწიფოს მტერი!
უნდა გავაცნობიეროთ ისიც, რომ რასაც ზელენსკი აკეთებს ეს უმადურობასთან ერთად უდიდესი შარლატანობაა!
და კიდევ ერთი დიდი ეჭვია, რომ ეს საშუალოზე დაბალი პოლიტიკური ნიჭისა და განათლების კლოუნი ჩვენს მიმართ იმას ვერ გაბედავდა რასაც აკეთებს, მას და აქაურ ნაცებს საიდანღაც, ერთი ხელი, რომ არ მფარველობდეს და პატრონობდეს!”- წერს გვენეტაძე.