გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლება ქვეყნიდან 40 გერმანელ დიპლომატს აძევებს
-
+
25 აპრილი. 2022. 18:49
გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლება ქვეყნიდან 40 გერმანელ დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
4 აპრილს, გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში 40 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსი დიპლომატები ქვეყნიდან უკრაინაში რუსული ჯარების წარმოუდგენელი სისასტიკის საპასუხოდ გააძევეს.