logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: ევროკავშირმა რუსულ ნავთობს რეალური ემბარგო უნდა დაუწესოს - რუსული ნავთობი გაჟღენთილია უკრაინული სისხლით, შეწყვიტეთ მისი ყიდვა
- +

25 აპრილი. 2022. 18:50

 

 

„ევროკავშირმა რუსულ ნავთობს რეალური ემბარგო უნდა დაუწესოს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

 

„თუ მსოფლიო ლიდერებსა და ბიზნესებს სერიოზული განზრახვა აქვთ რუსეთის ომის დანაშაულების დასრულებასთან დაკავშირებით, მათ ჯერ პუტინს უნდა ჩამოართვან ნავთობიდან შემოსავალი. საკმარისია საბაბები და ნახევარზომები, როდესაც უკრაინელებს ბომბავენ, კლავენ, აწამებენ და აუპატიურებენ. რუსული ნავთობი გაჟღენთილია უკრაინული სისხლით. შეწყვიტეთ მისი ყიდვა! ევროკავშირმა რუსულ ნავთობს რეალური ემბარგო უნდა დაუწესოს. გარდა ამისა, რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს. ნებისმიერი ნაზავი, რომელიც შეიცავს რუსულ ნავთობს, უნდა განიხილებოდეს, როგორც 100%-ით რუსული ნავთობი“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner