logo_geo
eng_logo
მედია: ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს, სავარაუდოდ, მაისში წარადგენენ
- +

25 აპრილი. 2022. 20:02

 

 

ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს, სავარაუდოდ, მაისში წარადგენენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფინური გაზეთი Iltalehti ავრცელებს.

15 აპრილს, ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ტიტი ტუპურაინენმა განაცხადა, რომ ფინეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას.

13 აპრილს, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ ფინეთი ნატოში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს.

ფინეთი ნატოსთან 1994 წლიდან თანამშრომლობს და ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობას 2014 წელს შეუერთდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner