logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთი უკრაინას Stormer-ის ჯავშანმანქანებს მიაწვდის
- +

25 აპრილი. 2022. 20:02

 

 

დიდი ბრიტანეთი უკრაინას მცირე რაოდენობით Stormer-ის ჯავშანტექნიკას მიაწვდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბრიტანეთის შეფასებებმა ცხადყო, რომ კონფლიქტის დროს დაახლოებით 15 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო ჯავშანტექნიკის 2 000 ერთეული, მათ შორის დაახლოებით 530 ტანკი, 60 ვერტმფრენი და საბრძოლო თვითმფრინავი განადგურდა.

„:ახლა შემიძლია გამოვაცხადო, რომ ჩვენ უკრაინას გადავცემთ მცირე რაოდენობით ჯავშანტექნიკას, რომელიც აღჭურვილია საჰაერო რაკეტებისთვის გამშვები მოწყობილობებით“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner