logo_geo
eng_logo
გუტერეშმა და ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების დაშვების აუცილებლობა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის
- +

25 აპრილი. 2022. 20:04

 

 

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა, სადაც მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების დაშვების აუცილებლობა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

გაეროს გენერალურმა მდივანმა მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინაში ომთან დაკავშირებით. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი საერთო მიზანია ომის რაც შეიძლება მალე დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის დასასრულებლად პირობების შექმნა.

გუტერეშმა და ერდოღანმა ასევე განიხილეს ომის გავლენა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, სურსათი და ფინანსები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner