logo_geo
eng_logo
თურქეთის სასამართლომ ბიზნესმენ ოსმან კავალას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
- +

25 აპრილი. 2022. 20:23

 

 

თურქეთის სასამართლომ ბიზნესმენ ოსმან კავალას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ბიზნესმენი ოსმან კავალა თურქეთში ოთხი წლის წინ დააკავეს და მას ბრალად ედებოდა 2013 წლის გეზის პარკის გამო გამართულ პროტესტებთან და შემდგომ არეულობებთან კავშირი. 2020 წელს მას 2013 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებები მოუხსნეს, თუმცა 2021 წელს ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და დაკავებულის წინააღმდეგ დაემატა ახალი საქმე, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება.

2021 წლის 18 ოქტომბერს, თურქეთში 10 ქვეყნის ელჩებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner