დასავლეთი უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთისთვის უკრაინაში ომის საფასური მაქსიმალურად მაღალი იქნება, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი ქვეყნის დაცვაში და რუსეთისთვის რაც შეიძლება მაღალი საფასური უნდა დავაწესოთ, მათ შორის ე ბრძოლის ველზე. სწორედ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ“, - აღნიშნა დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, უკრაინაში მოსკოვის აგრესიის შეჩერება ნიშნავს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთს დამატებითი სანქციები უნდა დააწესონ და მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნონ კიევს.