logo_geo
eng_logo
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: დასავლეთი უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთისთვის უკრაინაში ომის საფასური მაქსიმალურად მაღალი იქნება
- +

25 აპრილი. 2022. 21:18

 

 

დასავლეთი უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთისთვის უკრაინაში ომის საფასური მაქსიმალურად მაღალი იქნება, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი ქვეყნის დაცვაში და რუსეთისთვის რაც შეიძლება მაღალი საფასური უნდა დავაწესოთ, მათ შორის ე ბრძოლის ველზე. სწორედ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ“, - აღნიშნა დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, უკრაინაში მოსკოვის აგრესიის შეჩერება ნიშნავს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთს დამატებითი სანქციები უნდა დააწესონ და მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნონ კიევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner