ჩვენი შეფასებით, უკრაინაში დაახლოებით 15 000 რუსი სამხედრო დაიღუპა. როგორც BBC წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ბენ უოლესმა ასევე რუსული არმიის ტექნიკის დანაკარგებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, განადგურებულია ან დაკავებულია ჯავშანტექნიკიs 2 000 ერთეული, მათ შორის დაახლოებით 530 ტანკი, 60 ვერტმფრენი და საბრძოლო თვითმფრინავი“, - განაცხადა უოლესმა.
გარდა ამისა, ბრიტანელი მაღალჩინოსნის თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას მცირე რაოდენობით Stormer-ის ჯავშანტექნიკას მიაწვდის.