პოლონეთმა უკრაინას ტანკები მიაწოდა. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
„დიახ“, - უპასუხა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა კითხვაზე, გააგზავნა თუ არა პოლონეთმა ტანკები უკრაინაში. მან უარი თქვა დამატებითი დეტალების გამჟღავნებაზე, მათ შორის გაგზავნილი ტანკების რაოდენობის შესახებ.
„არ არსებობს ასეთი აუცილებლობა, არ არსებობს ასეთი მოთხოვნები“, - თქვა მორავეცკიმ კითხვაზე, განიხილება თუ არა უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა.