logo_geo
eng_logo
პოლონეთის პრემიერის განცხადებით, პოლონეთმა უკრაინას ტანკები მიაწოდა
- +

25 აპრილი. 2022. 22:54

 

 

პოლონეთმა უკრაინას ტანკები მიაწოდა. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

„დიახ“, - უპასუხა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა კითხვაზე, გააგზავნა თუ არა პოლონეთმა ტანკები უკრაინაში. მან უარი თქვა დამატებითი დეტალების გამჟღავნებაზე, მათ შორის გაგზავნილი ტანკების რაოდენობის შესახებ.

„არ არსებობს ასეთი აუცილებლობა, არ არსებობს ასეთი მოთხოვნები“, - თქვა მორავეცკიმ კითხვაზე, განიხილება თუ არა უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner