logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა ემანუელ მაკრონს მეორე ვადით არჩევა მიულოცა
- +

25 აპრილი. 2022. 23:53

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ემანუელ მაკრონს მეორე ვადით არჩევა მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

„დღეს პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ესაუბრა და მას მეორე ვადით არჩევა მიულოცა. მან ხაზი გაუსვა შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს, ჩვენს უძველეს მოკავშირეს შორის მჭიდრო და გრძელვადიან ურთიერთობებს, რომელიც დაფუძნებულია საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე, ეკონომიკურ კავშირებსა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოხატა მზადყოფნა გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტ მაკრონთან ჩვენს საერთო გლობალურ პრიორიტეტებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner