logo_geo
eng_logo
ტრამპმა განაცხადა, რომ Twitter-ზე არ დაბრუნდება მაშინაც კი, თუ კომპანიას ილონ მასკი შეიძენს და მის ანგარიშს აღადგენს
- +

26 აპრილი. 2022. 00:59

 

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Twitter-ზე არ დაბრუნდება მაშინაც კი, თუ კომპანიას ილონ მასკი შეიძენს და მის ანგარიშს აღადგენს.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის თქმით, ის საკუთარ სოციალურ ქსელ TRUTH Social-ს გამოიყენებს.

„მე არ ვაპირებ Twitter-ზე დაბრუნებას. მე TRUTH-ზე დარჩენას ვაპირებ. იმედი მაქვს, ილონი იყიდის Twitter-ს, რადგან ის გააუმჯობესებს მას და ის კარგი ადამიანია, მაგრამ მე TRUTH-ზე ვრჩები“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

2021 წლის იანვარში Facebook-მა, Instagram-მა და Twitter-მა ტრამპის ანგარიშები დაბლოკეს, მას შემდეგ რაც მისმა მხარდამჭერებმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარეს და კონგრესის შენობა შტურმით აიღეს. შტურმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. სოციალური ქსელების ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ ტრამპი თავისი შეტყობინებებით მხარდამჭერებს აქეზებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner