logo_geo
eng_logo
ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრობაზე ერთობლივ განაცხადს მაისში შეიტანენ
- +

26 აპრილი. 2022. 11:23

 

 

ორი სკანდინავიური ქვეყანა ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრობაზე ერთობლივ განაცხადს მაისში შეიტანენ. ამის შესახებ BBC იუწყება.

 

ამასთან, ფინური გაზეთი „Iltalehti“ წერს, რომ ფინეთისა და შვედეთის ლიდერები 16 მაისს გეგმავენ სპეციალური განაცხადის გაკეთებას სამხედრო ალიანსში წევრობის თაობაზე.

 

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. შვედურმა ტაბლოიდმა Aftonbladet, ამ საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, ასევე თქვა, რომ  ორივე ქვეყანა მაისში ერთსა და იმავე დროს გააკეთებს განაცხადს.

 

ორი ქვეყნის განცხადებას NATO-ში გაწევრიანების თაობაზე უკვე გამოეხმაურა ოფიციალური კრემლი. რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ „ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება მათ სტაბილურობას არ მოუტანს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner