logo_geo
eng_logo
„საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს
- +

26 აპრილი. 2022. 11:24

 

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მარჯვენა მაგისტრალური არხის  მეორე რიგის  წყალგამანაწილებლების   რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც, ჯამში, 128 კმ სიგრძის დახურული მილსადენის მოწყობასა  და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს.   

 

26 მლნ ლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.   

 

ჩატარებული  სამუშაოების შედეგად,  ქალაქ საგარეჯოს, სოფლების - ნინოწმინდა, გიორგიწმინდა და წყაროსთავი 5000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის    ფართობზე  სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს  „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ თენგიზ ნასარიძესთან და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის მენეჯერ ლალი დურმიშიძესთან ერთად, სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროცესს გაეცნო.

 

„ახლო მომავალში, გვექნება გამართული სისტემა, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ არის პირველი მცდელობა, ფართობების გასარწყავიანება დახურული სქემით დავიწყოთ, რომელზეც წვეთოვანი სისტემები აეწყობა. ეს არის მოდელი, რომელსაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყენები იყენებენ. ეს სისტემები უფრთხილდება ეკოლოგიას, ზოგავს წყლის რესურსებს  და ხელს უწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner