უკრაინაში დაღუპულ არკადი კასრაძესა და ზაზა ბიწაძეს დღეს დაკრძალავენ, ალიკა ცაავას კი - შაბათს. სამივე ქართველი, ლუგანსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლისას, 16 აპრილს დაიღუპა.
ცაავა და ბიწაძე იმ დროს მოკლეს, როდესაც ისინი ბრძოლის ველიდან არკადი კასრაძის გამოყვანას ცდილობდნენ. რუსმა ოკუპანტებმა ქართველი მებრძოლების მანქანა ააფეთქეს.
ორთვიანი ომის განმავლობაში, უკრაინაში სულ 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული.