გერმანულმა კონცერნმა „Rheinmetall“-მა ოფიციალურად მიმართა გერმანიის მთავრობას, რომ, მან უკრაინისთვის 88 ტანკის მიწოდების უფლება მისცეს. ამის შესახებ Die Welt-ზე დაყრდნობით „ეხო კავკაზა“ იუწყება.
საუბარია Leopard 1A5-ის ტიპის ტანკებზე. 22 ტანკის მიწოდება კონცერნს უკრაინისთვის მომდევნო კვირების განმავლობაში შეუძლია. დანარჩენების კი - წლის ბოლომდე. Reuters-ის ინფორმაციით, „Rheinmetall“ ასევე უკრაინისთვის 100 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანის, Marder-ის გადაცემას გეგმავს და შესაბამისი განაცხადით ასევე მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას.
Leopard 1 გერმანიის ბუნდესვერის შეიარაღებაზე 2010 წლამდე იყო. შემდეგ ის უფრო თანამედროვე Leopard 2-მა შეცვალა, თუმცა Leopard 1 სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში კვლავ არის და ის მუდმივ მოდერნიზებას გადის.
25 აპრილსა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთი უკრაინას საბჭოთა ტიპის Т-72-ის ტანკებს გადასცემს, ხოლო სანაცვლოდ დიდი ბრიტანეთი მას Challenger 2-ის ტიპის ტანკებს მიაწვდის.