logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: არა, თეა... კი არ გაავრცელა, შენ მართალი ხარ და გულწრფელი - მოგაწოდეს, თეა, მოგაწოდეს ეს მორიგი ჩანაწერი უკრაინიდან, არახამიამ მოგაწოდა
- +

26 აპრილი. 2022. 11:38

 

 

„თქვენ სწორი „აკერმანული“ სვლებით ყნოსავთ იქაურ სიტუაციას - აქ აყროლებული სანაცეთის ფონზე, იქაური ნაცები დღეს „გმირები“ არიან და მათ სიტყვას დღეს „წონა“ და „ავტორიტეტი“ გააჩნია იმავე დასავლეთში. სად ხუთგზის გაკოტრებული მელიას უშედეგო ცდები „მკვდრეთით აღადგინოს“ ნახევრადგახრწნილი პარტიული სხეული და სად აღიარებული გმირების - ზელენსკისა და არახამიას „გამარჯვების ყიჟინას“ თანხლებით გააგრძელოთ უკვე უკრაინიდან, ღიად და დაუფარავად, საქართველოს ნგრევის მორიგი მცდელობა“, - ასე ეხმიანება დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტ თეა ადეიშვილის.

 

„არა, თეა... კი არ გაავრცელა, შენ მართალი ხარ და გულწრფელი - მოგაწოდეს, თეა. მოგაწოდეს ეს მორიგი ჩანაწერი უკრაინიდან, არახამიამ მოგაწოდა. დღეს აბსოლუტურად ლოგიკურად ჩანს თქვენი სეპარატისტული ვიზიტის მიზანი კიევში, სადაც სწორედ იმავე ნაცების ხელში მყოფ იქაურ ხელისუფლებაში ხედავთ აქაური სანაცეთის ხსნას. თქვენ სწორი „აკერმანული“ სვლებით ყნოსავთ იქაურ სიტუაციას - აქ აყროლებული სანაცეთის ფონზე, იქაური ნაცები დღეს „გმირები“ არიან და მათ სიტყვას დღეს „წონა“ და „ავტორიტეტი“ გააჩნია იმავე დასავლეთში. სად ხუთგზის გაკოტრებული მელიას უშედეგო ცდები, „მკვდრეთით აღადგინოს“ ნახევრადგახრწნილი პარტიული სხეული და სად აღიარებული გმირების - ზელენსკისა და არახამიას „გამარჯვების ყიჟინას“ თანხლებით გააგრძელოთ უკვე უკრაინიდან, ღიად და დაუფარავად, საქართველოს ნგრევის მორიგი მცდელობა. მელია ბჭობდა - ღმერთი იცინოდა“, - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner