"ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში მომხდარ ინციდენტზე განმარტება გააკეთა პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდიდატის, ალექსი გოგლიძის ძმამ, საწარამო "კულას" ხელძღვანელმა, ივანე გოგლიძემ.
მან პარტიის ოფისში ჩხუბის ფაქტი გამორიცხა, თუმცა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ოფისის მინები თავად ჩაამსხვრია.
"ძალიან ბუნდოვანი და დახუთული სიტუაცია იყო ოფისში. ჰაერი არსაიდან არ შედიოდა და მინებიც დაზიანებული ჰქონდა. პრობლემა უმტკივნეულოდ და ეფექტურად გადავუწყვიტე. მათ მიიღეს სუფთა ჰაერი და ახალი აზრები. ეს ყველა პარტიას გამოადგება. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს მათი თხოვნით და მათი კეთილდღეობისთვის გაკეთდა"- განაცხადა გოგლიძემ.
მისი თქმით, თავად არც ერთი პარტიის წევრი არ არის, მათ შორის - არც "ნაციონალური მოძრაობის".
10 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა და მინები სწორედ ამ დაპირისპირების დროს ჩაიმსხვრა.
10 აგვისტოსვე 2030.news-ი გორში პარტიის წარმომადგენელს, ბადრი ბასიშვილს დაუკავშირდა. როგორც მან აღნიშნა, ოფისში მინებს ცვლიდნენ და შესაძლოა, დაუდევრობას ქონდა ადგილი.