logo_geo
eng_logo
ეს ოჯახები 200 ათასი ლარის სესხის სუბსიდირებით ისარგებლებენ – შეამოწმეთ თქვენი თავი ამ კატეგორიაში
- +

26 აპრილი. 2022. 12:13

 

 

200 ათასი ლარის სესხის ოდენობის სუბსიდირება მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის – ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირება გავრცელდება თითოეულ ოჯახზე, რომელსაც ახალშობილი ეყოლება.

 

ასეთი ოჯახებისთვის თანადაფინანსება იქნება თითქმის ნახევარი, მაგალითად თუ 12 პროცენტში აიღებენ სესხს, 6-ს სახელმწიფო გადაიხდის. თუ საუბარია მესამე, მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე, ამ შემთხვევაში თანადაფინანსება იქნება გაცილებით მეტი, დაახლოებით 8% და ეს ოჯახი 4%-ში აიღებს იპოთეკურ სესხს იმისთვის, რომ გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები.

 

თანადაფინანსება 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner