logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: ომის პარტიას რომ გეძახით, ნუღარ გიკვირთ, აი, თქვენი „გაღმერთებული“ არესტოვიჩიც ასე ფიქრობს
- +

26 აპრილი. 2022. 12:51

 

 

„დიახ, ომის პარტია ხართ, ყველაფერზე წამსვლელები, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. აი რატომ დაირაზმეთ იმ შლეგის გასათავისუფლებლად, გგონიათ, რომ მის გარეშე ვერ ააგორებთ სიტუაციას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას, რომლის თანახმად არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები. არესტოვიჩის თქმით, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას.

 

როგორც ფოჩხუა წერს, დღეს ხელისუფლებაში ერთ მუშტად შეკრული გუნდია, რომელიც არ დაუშვებს ომს და არეულობას ქვეყანაში.

 

„საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები. სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება. ომის პარტიას რომ გეძახით, ნუღარ გიკვირთ, აი თქვენი "გაღმერთებული" არესტოვიჩიც ასე ფიქრობს. დიახ, ომის პარტია ხართ, ყველაფერზე წამსვლელები, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. აი რატომ დაირაზმეთ იმ შლეგის გასათავისუფლებლად, გგონიათ, რომ მის გარეშე ვერ ააგორებთ სიტუაციას, მაგრამ ერთი რამე გავიწყდებათ, დღეს ხელისუფლებაში ერთ მუშტად შეკრული გუნდია, რომელიც არ დაუშვებს ომს და არეულობას ქვეყანაში, თან ის შლეგი, როგორც თქვენ, უკვე გულში კი აღარ ფიქრობთ, პირდაპირ ამბობთ, რომ ჭკუიდან არის გადასული და ქვეყნის მეთაურობა კი არა და ბოლო ფსიქიატრიული საავადმყოფოა და სერიოზული მკურნალობა“, - წერს ფოჩხუა facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner