logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ის, რომ საქართველო რუსეთის ფედერაციასთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს, ამაში არაფერია არც კანონსაწინააღმდეგო და არც ამორალური, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ასეთი ტიპის ურთიერთობებს რუსეთთან უკრაინაც ინარჩუნებს
- +

26 აპრილი. 2022. 12:52

 

 

„ავთენტურია თუ არა - ეს არავინ იცის. მეორე, რომც იყოს ავთენტური, აქ არაფერზეა საუბარი. რომც დავუშვათ, რომ ავთენტურია, საუბარია, რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც თითქოს „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. მისი თქმით, ის, რომ საქართველო რუსეთის ფედერაციასთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს, ამაში არაფერია ამორალური, მით უფრო იმ ფონზე, როცა ასეთი სახის ურთიერთობები რუსეთთან უკრაინასაც აქვს.

 

„თქვენ იცით, რომ საქართველოს ოფიციალურად აქვს პოზიცია დაფიქსირებული ამ თემასთან დაკავშირებით. კერძოდ: საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ანუ ხდება პროდუქტის იმპორტირება, ექსპორტირება, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია და ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა რამე და არც სხვა რაიმე პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში. რაც შეეხება იმპორტ-ექსპორტს, სავაჭრო ურთიერთობები ნარჩუნდება. მე შეგახსენებთ, რომ უკრაინაც ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან. კერძოდ, რუსეთიდან ხდება გაზის მიღება უკრაინაში, მათ შორის საკუთარი მოხმარებისთვის და შემდეგ ხდება ამ გაზის ტრანზიტით გადაცემა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ანუ სავაჭრო ურთიერთობებში რუსეთთან უკრაინაც არის ჩართული, აქედან გამომდინარე, ის, რომ საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს, ამაში არაფერია არც კანონსაწინააღმდეგო და არც ამორალური, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა უკრაინაც ინარჩუნებს ასეთი ტიპის ურთიერთობებს.

 

მე მახსოვს, თუ არ ვცდები 6 მარტი, როდესაც გავრცელდა „ფეიკი“ რძის პროდუქტებთან დაკავშირებით, იმავე დღეს სწორედ დავით არახამია გამოეხმაურა ამ „ფეიკს“. ახლაც გავრცელდა კიდევ ერთი გაუგებარი ჩანაწერი, ავთენტურია თუ არაავთენტური არ ვიცით და ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, აქაც რამდენიმე საათში, ამ ჩანაწერს გამოეხმაურა დავით არახამია. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი. დავით არახამია არის საქართველოში რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინაში კი არის ხელისუფლებაში, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, ბუნებრივია არის სრული კოორდინაცია თბილისს და არახამიას შორის. მე მგონია, ომი რომ დასრულდება საზოგადოება არახამიაზე კიდევ მეტს გაიგებს ქართული საზოგადოება. ცუდ რაღაცებს გაიგებს, დღეს არ არის ამის დრო. დღეს უკრაინა არის ომის მდგომარეობაში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner