logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი ოპოზიციას: მთელ ამ კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს - როგორმე დააზიანოს საქართველო და გამოიწვიოს რუსეთი საპასუხო ქმედებებზე
- +

26 აპრილი. 2022. 13:10

 

 

„ერთი შეხედვით შედარებით უვნებელ განცხადებას გავიხსენებ. მაგალითად, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გუშინ ასეთი რამე თქვა: „რეალურად რიგ სანქციებს მთლიანად მიერთებული ვართ როგორც ქვეყანა, ოღონდ ეს სამწუხაროდ არ იქნა ხელისუფლების მხრიდან გაცხადებული. არცერთ სანქცირებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს საქართველოში საქმიანობის წარმოება არ შეუძლია. ეს უნდა ითქვას ღიად, რათა არ არსებობდეს არანაირი ეჭვი ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი პოზიციების დასტურად მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

 

„ვეთანხმები ბატონ ბადრის - დიახ ეს ასეა და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მტერმაც და მოყვარემაც. ამის შესახებ ბევრჯერ ითქვა საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან. აღარ ვილაპარაკებ იმ ძალისხმევაზე, რასაც საქართველო აკეთებს საერთაშორისო ასპარეზზე, ჰუმანიტარული დახმარებისა თუ და პოლიტიკური და ადამიანური თანადგომის სახით.

 

უბრალოდ, ჩნდება კითხვა - როცა ეს ყველაფერი ვიცით, კიდევ რას ვითხოვთ, რა შედეგს ველოდებით ამ ყველაფერის უფრო ხმამაღალი აფიშირებისგან, ან რა შედეგს ველოდებით მორიგი რეზოლუციისგან, როცა პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა?

 

პირდაპირ ვიტყვი - მთელ ამ კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს - როგორმე დააზიანოს საქართველო და გამოიწვიოს რუსეთი საპასუხო ქმედებებზე. და ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს საპასუხო ქმედებები, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სარკისებური იყოს და ჩვენს მიერ მიღებულ რეზოლუციას უბრალოდ საპასუხო რეზოლუცია მოჰყვეს.

 

ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - გალსა და ახალგორში - 50000-მდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და პირველ სამიზნედ სწორედ ისინი შეიძლება იქცნენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner