პუბლიცისტი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში წერს:
„მიშას „გრუპი" ქალებს რომ ვუყურებ, სულ ვფიქრობ, მაინც რა საოცარი ფენომენია ეს ქართველი მარადიული "კარვის ქალები"! რაღაც იაპონური პროზასავით არის! ჩემს ახალგაზრდობაში, როდესაც "ინასტრანკა"ჯერ კიდევ CNN ზე უფრო "კრუტოი" კულტურის წყაროდ ითვლებოდა, მახსოვს კობო აბეს რომანი გამოქვეყნდა სათაურით - "ადამიანი ყუთი"... ვიღაც ტიპზე იყო, რომელიც ყუთში ცხოვრობდა. საშინლად მოსაწყენი წასაკიტხი იყო, მაგრამ ყველას წაკითხული ჰქონდა.. "ჩელოვეკ იაშიკ!" რომ იტყოდი მაშინვე რაღაც სტატუსი გენიჭებოდა... უფრო სწორად თავად ანიჭებდი თავს... კიდევ ქალი ქვიშაში!...
აი ეს ქართველი ფანატიკოსი ქალების დიდი ნაწილი "იაშიკის" ნაცვლად კარვებში არიან გამოკეტილები უკვე ოცდახუთი წელია და იქიდან იყეფებიან... მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა ორმოცდაათს კარგა ხანია გადასცდა- მაინც დიდი იმედი აქვთ რომ ოდესმე "ფიურერისგან შვილი ეყოლებათ... " რა მნიშვნელობა აქვს რომლისგან! რომელიღაცისგან ხომ ეყოლებათ! მათი ოცნების "ფიურერებს" კი რა დალევს საქართველოში!
ახლა "მიშას მიმართვას ბათუმელთა მიმართ" ვუყურე ერთი ასეთი გამოჩენილი კარავი-ქალის მიერ გაზიარებულს... უფრო სწორად მის ნაწილს.. რაღაც საბჭოთა ცენტრალური ტელევიზიის ძილისპირულივით ჰანგების ქვეშ ისეთი ტკბილი ხმით ოქროპირობს, ცოტა სუსტი ფსიქიკის ადამიანმა შეიძლება მართლაც ირწმუნოს, რომ "არა არს ღმერთი თვინიერ მიშასი და ვარშალომიძეა მოციქული მისი!"... მერე აბსოლუტურად არა ადეკვატურ კომენტარებს გადავავლე თვალი...მართლა გული დამწყდა. ზოგ გაფანატიკოსებულ ნაცნობს რომ მოვკარი თვალი, რაგრამ რას იზამ! ფანატიზმი სამყაროსავით ძველია. ზოგი კლავს მის გამო, ზოგიც თავს იკლავს... მე ვინც მხედველობაში მყავს ისინი უფრო ამუკანასკნელ "სეგმენტს" განეკუთნებიან.ამიტომაც მეცოდებიან... მიუხედავად იმისა რომ მათ თავად, სხვისი შეცოდების უნარი ფაქტიურად ატროფირებული აქვთ, რაც სულაც არ არის გასაკვირი - ფანატიზმის საფუზველი ხომ სხვისი დაუნდობლობაა."- წერს ქურდაძე.