logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს, ვინც ომში ჩართვისკენ მოუწოდებს საქართველოს, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მხოლოდ მტერია ამ ქვეყნის
- +

26 აპრილი. 2022. 14:11

 

 

„დღეს, ვინც ომში ჩართვისკენ მოუწოდებს საქართველოს, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მხოლოდ მტერია ამ ქვეყნის... რას ერჩით ამ ქვეყანას, ნუ გაწირავთ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებას და მათ უმთავრეს ინტერესებს!“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

ხუნდაძემ ოპოზიციას მიმართა და განაცხადა, რომ ისინი სახელმწიფოს შენებისა და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვის ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ.

 

„როგორც რუსეთი აღდგომის დღეებშიც კი არ წყვეტს უდანაშაულო უკრაინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ისე არ წყვეტს ქართული ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საკუთარ სახელმწიფოზე შეტევას. თუ ვინმეს გონია, რომ ეს ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აკეთებთ არ აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ძალიან ცდებით. გულწრფელად მინდა გკითხოთ, რატომ ებრძვით საკუთარ ქვეყანას? იმის ნაცვლად, რომ ჩაერთოთ სახელმწიფოს შენებაში, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებთ. რეგიონში, პრაქტიკულად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს. ამ ომში ჩათრევის მცდელობაა დღესაც და ალბათ, განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, როცა არესტოვიჩი აკეთებს განცხადებას, რომ სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ომის დაწყებას შეძლებდა, რასაც ახლანდელი ხელისუფლება ვერ შეძლებს.

 

როდესაც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები სვამენ კითხვას, რატომ ვეძახით მათ „ომის პარტიას“, ალბათ, ეს მიდგომაც ამართლებს. „ომის პარტიას“ გარქმევთ ის მოლოდინი და გულისწყვეტა, რომ დღეს სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში, თუმცა, ეს არის სწორედ 2012 წლის საზოგადოების ყველაზე დიდი დამსახურება, რომ დღეს სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში და დღეს ქვეყანაში არ იქნებოდა ომი. ვინმეს წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის მსხვერპლი და რამდენად გამანადგურებელი იქნებოდა ეს ჩვენთვის, ისედაც უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემების მქონე ქვეყნისთვის? ომის დაწყება იოლია, დამთავრება ძალიან რთული და შედეგები შესაძლოა უმძიმესიც ყოფილიყო“, - განაცხადა ხუნდაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner