logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: როგორც ჩანს, ძალიან გაუჭირდა „ნაცმოძრაობას“, რომ ისეთი ვადაგასული პოლიტიკოსის თავმჯდომარეობა უნდა, როგორიც მარგველაშვილია
- +

26 აპრილი. 2022. 15:03

 

 

„როგორც ჩანს, ძალიან გაუჭირდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ისეთი ვადაგასული პოლიტიკოსის თავმჯდომარეობა უნდა, როგორიცაა მარგველაშვილი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

„მეორე მხრივ, კიდევ უფრო იკვეთება ის კრიზისი, რომელიც არსებობს ამ პარტიაში, რომ ერთმანეთსაც აღარ ენდობიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანების ინტერესი არის, რომ პირადი სარგებელი ნახონ, სანამ ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში. მალე, როგორც ჩანს, იქაც აღარ ექნებათ დასადგომი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

„რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner