„როგორც ჩანს, ძალიან გაუჭირდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ისეთი ვადაგასული პოლიტიკოსის თავმჯდომარეობა უნდა, როგორიცაა მარგველაშვილი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„მეორე მხრივ, კიდევ უფრო იკვეთება ის კრიზისი, რომელიც არსებობს ამ პარტიაში, რომ ერთმანეთსაც აღარ ენდობიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანების ინტერესი არის, რომ პირადი სარგებელი ნახონ, სანამ ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში. მალე, როგორც ჩანს, იქაც აღარ ექნებათ დასადგომი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
„რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.