„ახლა, როდესაც სააკაშვილი ატირდა პენიტენციურ დაწესებულებაში და თავისუფლებაზე ყოფნა უნდა, გაახსენდათ, რომ ქვეყანას პრეზიდენტი ჰყავს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, სადაც ის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს.
„ეს ის პრეზიდენტი ხომ არ არის, ვისაც შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ, ვისაც მთელი ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტს არც კი ეძახდნენ და ახლა როდესაც სააკაშვილი ატირდა პენიტენციურ დაწესებულებაში და თავისუფლებაზე ყოფნა უნდა ახლა გაახსენდათ, რომ ქვეყანას პრეზიდენტი ჰყავს“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ხელი მოაწეროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.