"ქართული პარტიის" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენა ხვალისთვის არის დაგეგმილი.
ამ ინფორმაციას "ქართული პარტიის" ოფისში არ უარყოფენ და არც ადასტურებენ.
როგორც 2030.news-ს პარტიის წევრმა, ლერი ლაფაჩმა განუცხადა, "ქართული პარტიის" ლიდერი საგანგებო განცხადებას ხვალ, 15.00 საათზე გააკეთებს.
არსებული ინფორმაციით, ოქრუაშვილი მაჟორიტარად კენჭისყრის შესახებ სწორედ ხვალ განაცხადებს.