logo_geo
eng_logo
ნიგოზას, ჩობალაურის, ზემო რენეს და ქვემო რენეს ავტობანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა
- +

26 აპრილი. 2022. 15:55

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ნიგოზას, ჩობალაურის, ზემო რენეს და ქვემო რენეს ადგილობრივი მნიშვნელობის  თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. გარდამავალი პროექტის ფარგლებში (2021-2022), ქვემო რენეს ავტობანთან დამაკავშირებელი, ასევე ზემო და ქვემო რენეს ერთმანეთთან შემაერთებელი გზების დასრულებული სამუშაოები  კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს.  

 

პროექტი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ -  შპს „იბოლიამ“ განახორციელა, რომლის ღირებულებაც 1 336 200 ლარია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური  მხარდაჭერითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერის  ვახტანგ მაისურაძის თქმით, აღნიშნულ სოფლებს  ამბულატორია, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ადმინისტრაციული შენობა ემსახურებათ, შესაბამისად  ახლად რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა  მოსახლეობასა და სატრანსპორტო საშუალებებს როგორც შიდა, ისე სხვა დანიშნულების ადგილამდე კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner